LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საჰაერო დარტყმებმა მოსულში, 105 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

82

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, 105 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

საუბარია ერაყის ქალაქ მოსულში, მარტში განხორციელებულ თავდასხმებზე.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები ISIS-ის სნაიპერებმა დახოცეს, ასევე საჰაერო თავდასხმების შედეგად აფეთქდა მოწყობილობები, რომლებიც ტერორისტებს შენობებთან ჰქონდათ დამონტაჟებული. შესაბამისად, ჩამონგრევის დროს დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც შენობებს აფარებდნენ თავს.

თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ შენობაში 36 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, თუმცა აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ “შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნიათ”.

გამოძიების დასკნაში ნათქვამია, რომ სამხედროები ადგილზე მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნას ვერ განსაზღვავდნენ.

ასევე, ნათქვამია, რომ ISIS-ის მიერ მოწყობილი აფეთქებები სულ მცირე, ოთხჯერ უფრო მძლავრი იყო, ვიდრე საჰაერო თავდასხმის დროს გამოყენებული იარაღები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g