LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იწყება?

506
1554374520

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის სექტემბერში ჩავა აშშ-ში ორ მსხვილ ავიაკომპანიასთან მოსალაპარაკებლად საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კვლევა დასრულდა და მის თანახმად, პირდაპირი ფრენები აშშ-სთან როგორც სტრატეგიული, ისე კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველია.

“ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, იმიტომ, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახად პოზიტიური პოლიტიკური რეჟიმი. ეს ასევე კომერციულადაც მიმზიდველია კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს.

ეს უკვე პირველი ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შემდგომ მოლაპარაკებებში დაგვეხმარება.

სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ შეხვედრა გვექნება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ მსგავსად Ryanair-თან მოლაპარაკებისა, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას,” -განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. როგორც პრემიერმა მიმდინარე წლის 4 აპრილს განაცხადა, შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა და მისი დასრულების შემდეგ მოხდებოდა შესაბამისი კომპანიის მოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g