აშშ-ში ავტომობილის გატაცებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ყველაფერი Hyundai-სა და Kia-ს დამსახურებაა. ამერიკის მთავრობის ინფორმაციით, ავტო ტრანსპორტის გატაცების შემთხვევები 17%-ითაა შემცირებული: მსგავსი დინამიკა ბოლო 40 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. 2024 წელს აშშ-ში 850 708 ავტომობილი გაიტაცეს, რაც პანდემიამდე დონეს უტოლდება. გატაცებებთან დაკავშირებით სიტუაციის მკვეთრ გაუმჯობესებას Hyundai-სა და Kia-ს უკავშირებენ: კორეულმა ავტომწარმოებლებმა დასკვნები გააკეთეს და თავისი მანქანების დაცვის სისტემები გააუმჯობესეს.
აშშ-ში ავტომობილის ქურდობის ბუმი პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა, როცა სოც-ქსელებში Kia-სა და Hyundai-ს გატეხის ჩელენჯი დაიწყო. ამის შემდეგ სამხრეთ კორეულმა ბრენდმა სადაზღვევო კომპანიებს და რეგიონულ მთავრობას სასამართლოში უჩივლა. ავტომწარმოებელს სასწრაფო რეაგირება მოუხდა, პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა და დასაბლოკი სისტემების უფასოდ დარიგებაც დაიწყო.
აშშ-ში სიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა ყველაზე ხშირად მოპარულ მანქანებს შორის ისევ კორეელები ლიდერობენ.