LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ–ში ერთი კვირის განმავლობაში 40 ჩაძირული ავტომობილი იპოვეს

298
auto203245

ტენესის შტატში, ნეშვილში ჩაძირული ავტომობილების პოვნის კვირეული მოაწყეს. მოხალისე–მყვინთავებმა წყალსაცავებში 40 სატრანსპორტო საშუალების მოძებნა შეძლეს.

მოხალისეთა ჯგუფმა, რომელიც როგორც წესი დაკარგული ადამიანების პოვნითაა ხოლმე დაკავებული, ამჯერად ახალი მიზანი დაისახა და მანქანებზე გადაერთო.

სამუშაოებმა ნეშვილის ყველა წყალსაცავი მოიცვა და საჭირო სახსრები შემოწირულობით შეგროვდა.

ქალაქის მერის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ ნაპოვნ ავტომობილთა შორის ყველგანმავალები, სედანები და კროსოვერებია, როგორც ახლები ასევე მრავალი წლის წინ გამოშვებული მოდელები. დაჟანგებული ძარის და დაგროვილი ჭუჭყის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მანქანებს წყლის ქვეშ მრავალი წლის გატარება მოუწიათ. ხოლო, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ფსკერზე ან ვის ეკუთვნიან, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები