LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში Ferrari და Porsche ძალიან გაძვირდა

105
აშშ-ში Ferrari და Porsche ძალიან გაძვირდა

აშშ-ში Ferrari და Porsche ძალიან გაძვირდა: ეს ყველაფერი ტრამპის გადასახადების დამსახურებაა. იტალიურმა ბრენდმა ფასები 10%-ით გაზარდა, რათა კანონპროექტის გამო მიღებული ხარჯები დააკომპენსიროს. საინტერესოა, რომ საქმე ყველა Ferrari-ს არ ეხება და საუბარი მხოლოდ Purosangue-ზე, 12Cilindri-სა და F80-ზეა. შესაძლოა ეს Roma-ს და SF90-ის პენსიაზე გასვლას ან 296-ის ოჯახობის განახლებას ეხებოდეს. Porsche 911-ის ფასებიც გაიზარდა: საბაზისო კუპე 6,5%-ით ანუ დაახლოებით 8000 დოლარით ძვირდება.

Ferrari-ცა და Porsche-ც ძალიან დაზარალდებიან 25%-იანი გადასახადით, რამეთუ ამ მანქანებში არაფერი ამერიკული არ არის. თუმცა, გერმანულმა ბრენდმა მხოლოდ 911-ის ფასები შეასწორა: 2026 წლის სამოდელო წლისთვის დანამატი სასაცილო 255 დოლარიდან 7755-7855 დოლარამდე იქნება. დანარჩენი ვერსიები დაახლოებით 5000 დოლარით გაძვირდებიან, ხოლო GT-ის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები