ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ მონთვილში სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგი, რომელმაც პირველკლასელებს უთხრა, რომ სანტაკლაუსი არ არსებობს, თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ Fox News იუწყება.
მათივე ინფორმაციით, მასწავლებელმა ბავშვებს უთხრა, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს მათ სანტაკლაუსის ნაცვლად, მშობლები უტოვებენ.
სკოლის დირექტორმა მასწავლებლის ეს ქმედება დაუშვებლად მიიჩნია. მისი თქმით, პედაგოგმა შობის წინ ბავშვების ოცნება გაანადგურა.
როგორც Fox News იუწყება, სიმართლის გაგების შემდეგ, ზოგიერთი მოსწავლე გაკვეთილიდან თვალცრემლიანი გამოვიდა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, მშობლები სკოლის ხელმძღვანელობას უჩიოდნენ.