LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

164
210219221233-military-plane-crash-montgomery-0219-super-tease

აშშ-ის ალაბამას შტატში, მონტგომერის რეგიონალურ აეროპორტთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ფლორიდის ქალაქ ტელაჰესისკენ მიდიოდა.

CNN-ის ცნობით, T-38-ის ტიპის რეაქტიული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ინციდენტის გამოსაძიებლად უსაფრთხოების საგამოძიებო საბჭო შეიკრიბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g