აშშ-ში წასვლის სურვილი არ მაქვს, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და მინდა რომ წავიდე, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი შაბათის „ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი მოსამართლე არ არის შეშინებული და ასე რომ იყოს ამ თემაზე არც ისაუბრებდა.
„მგონი შეშინებულის არაფერი გვეტყობა. შეშინებული რომ ვიყო, მაშინ შემეშინდებოდა ძლევამოსილი ამერიკის ელჩის გაკრიტიკება და იმაზე საუბარი, რომ ზეწოლის და სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობაა – შეშინებული რომ ვიყო, ამაზე არ ვისაუბრებდი. არც ერთი მოსამართლე შეშინებული არ არის, დამერწმუნეთ. ამერიკაში ნამყოფი არ ვარ და ამის მერე არანაირი სურვილი არ მაქვს წავიდე.
ჩემს საქართველოში, თუშეთში არ ვარ ნამყოფი და თუშეთში მინდა რომ წავიდე. ამერიკის ვიზა არ მაქვს, არასდროს მქონია სურვილი, რომ წავსულიყავი. ჩემი მეუღლე არის რამდენჯერმე ამერიკაში ნამყოფი მაგალითად. როგორც მახსოვს სასწავლო მიზნით იყო”, – აცხადებს გვრიტიშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას