ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.
ახალი წესის მიხედვით მწვანე ბარათის მიღება ყველაზე მეტად გაურთულდებათ იმ ლეგალურ მიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით (public charge) სარგებლობას საჭიროებენ.
ახალი წესის თანახმად, საიმიგრაციო ოფისები განიხილავენ ისეთ ფაქტორებს, როგირიცაა ასაკი, განათლებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე, რათა დაადგინონ, მიგრანტი აშშ-ში ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას შეძლებს, თუ სოციალური დახმარება დასჭირდება.
გადაწყვეტილებას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ოთხი კი წინააღმდეგ წავიდა. მანამდე მთავრობის ინიციატივა, რომელიც ძალაში 2019 წლის ოქტომბერში უნდა შესულიყო, ნიუ იორკის სასამართლომ დაბლოკა.