LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო სცენარით განვითარებისთვის მზად არის – დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლანების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის, – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გააკეთა.  

ტრამპის თქმით, აშშ ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება.

„მე ყოველთვის მაქვს რამდენიმე სათადარიგო გეგმა. ყველაზე მოქნილი ადამიანი ვარ, მათ შორის, ვინც ამ ოფისში მუშაობდა. ასე რომ, ერთად ვიხილავთ მოვლენების განვითარებას. ბევრი გეგმა არსებობს, ვნახოთ, როგორ ვიმოქმედებთ. 

ვცდილობთ, ჩავიტანოთ საკვები იმ ვენესუელელებისთვის, რომლებიც შიმშილობენ. ვენესუელაში არსებული ვითარება ნათელი მაგალიათია, რა შეიძლება მოხდეს, თუ ცუდი მთავრობა გყავს,” – განაცხადა ტრამპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g