LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ ვიტყვით, რომ კორონავირუსი ამ ეტაპზე გადავლახეთ – მარინა ეზუგბაია

150
5055

“ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტროლირებადი მატების დინამიკა ბოლო ორი კვირის განმავლობაში არის უკეთესი.

“როცა არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება, დინამიკა ყოველთვის უნდა იყოს უკეთესი და ეს დასტურდება ბოლო ორი კვირის მონაცემებით. კონტროლირებადი მატებით ჩვენ ციფრების შემცირება მივიღეთ ახალი დადასტურებული შემთხვევების. ვნახოთ, ეს თუ შეგვინარჩუნდება და ასე გავივლით მაისს ერთნიშნა ციფრებით, ალბათ ვიტყვით, რომ დაბრკოლება, რასაც კორონავირუსი ჰქვია, ამ ეტაპზე გადავლახეთ” — განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 626 გახდა, ხოლო გამოჯანმრელდა 297 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები