Aston Martin ვალებში ჩაეფლო და თანამშრომლებს ამცირებს. კომპანიის ზარალი 2024 წელს 48,7%-ით გაიზარდა, 255,5 მილიონ ფუნტამდე. სუფთა ვალი 1,16 მილიარდი ფუნტია, რაც 43%-იან ზრდას ნიშნავს. შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით Aston Martin-ს საკმაოდ უხერხული ნაბიჯის გადადგმა მოუწევს: უახლოეს მომავალში 170 ადამიანს გაათავისუფლებენ, რაც მთელი კომპანიის სამუშაო ძალის 5%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, არ გამართლა 2024 წლის გაყიდვებთან დაკავშირებით მოლოდინები, თუმცა მესამე და მეოთხე კვარტლები შედარებით წარმატებული იყო. 2025 წლის პროგნოზმა ანალიტიკოსები ვერ აღაფრთოვანა და Aston Martin-ის აქციები 9%-ზე მეტად გაუფასურდა.
სამუშაო ძალის შემცირება, ბრენდის ხელმძღვანელის თქმით მათ 25 მილიონი ფუნტის დაზოგვის საშუალებას მისცემს. Bentley-დან მოსული ტოპ-მენეჯერი ცდილობს ოპტიმიზმი შეინარჩუნოს, როგორც მან დააზუსტა Aston Martin-მა საწარმოო გეგმა დააკორექტირა და გაითვალისწინეს ასევე დაბალი გაყიდვები ჩინეთში და სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორები.