LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასწიეთ მუშტები ზემოთ, აჩვენეთ შავი სიყვარული“ – ბიონსემ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

168
safe-image

როგორც ცნობილია, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. აქციებს უამრავი ცნობილი ადამიანი შუერთდა, მათ ფლოიდის ოჯახს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს. კანიე უესტმა ჯორჯის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა, ბარბრა სტრეიზანდმა კი მას „დისნეის“ აქციები გადასცა. როგორც ჩანს, ყველა თავისებურად ცდილობს, აღნიშნულ ტრაგედიას გამოეხმაუროს.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პოპ-ვარსკვლავმა, ბიონსემ მოკლულ ფლოიდს სიმღერა მიუძღვნა. Black Parade (შავი დემონსტრაცია), ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელშიც ბიონსე, ფლოიდის მკვლელობას ეხმაურება, ის საუბრობს ფერადკანიანთა ისტორისა და საპროტესტო ტალღაზე.

„ასწიეთ მუშტები ზემოთ, აჩვენეთ შავი სიყვარული, საჭიროა მშვიდობა  ჩემი ხალხისთვის“ – ნათქვამია სიმღერაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები