ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.