LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ 113 ათასი ავტომობილის უკან გამოწვევა დაადასტურა

107
Audi-მ 113 ათასი ავტომობილის უკან გამოწვევა დაადასტურა

Audi-მ 113 ათასი მანქანის უკან გამოწვევა დაადასტურა: რისკ ჯგუფში სულ 12 მოდელია. ჩინეთში გერმანული ბრენდი უფასოდ შეაკეთებს მოდელების მთელ სერიას. დაწყებული 2024 წლის 27 დეკემბრიდან დილერები 113 749 ავტომობილს შეარემონტებენ და საუბარი 2018 წლის 2 იანვრიდან 2023 წლის 23 იანვრამდე გამოშვებულ მოდელებზეა. შეწუხება Audi A6L-ის, A7-ის, A8L-ის, Q7-ის, Q8-ის, RS 6-ის, RS 7-ის, RS Q8-ის, S6-ის, S7-ის, S8-ის და A6 Allroad-ის მეპატრონეებს მოუწევთ. პრობლემა ყველა შემთხვევაში ერთნაირია.

ავტომწარმოებელმა დაადგინა, რომ საწარმოო დეფექტის გამო 48 ვოლტიანმა სტარტერ-გენერატორმა დროთა განმავლობაში შესაძლოა სიმძლავრე დაკარგოს. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში ელექტროძრავას გაცხადებული მახასიათებლების უზრუნველყოფა აღარ შეეძლება. Audi-ს ყველა ავტომობილის დატესტვა მოუწევს და საჭიროების შემთხვევაში სტარტერ-გენერატორებსაც გამოცვლიან.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ძირითადად გერმანულ ქარხანაში გამოშვებულ მოდელებს აქვთ: 113 749 მანქანიდან ჩინეთში მხოლოდ 23 011 ეგზემპლარია აწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები