BMW–მ განახლებული X3–ის დიზაინი დროზე ადრე გაამხილა. კროსოვერის ფოტო ბრნედის ესპანური ფილიალის ოფიციალურ საიტზე იყო ხელმისაწვდომი. კადრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ექსტერიერი მცირედაა შეცვლილი და ავტომობილს ახალი მხოლოდ ბამპერი და საბურავის დისკები აქვს.

განახლებული BMW X3–ის სავიზიტო ბარათი დიოდის განათება გახდება, ფარები ახალ ნახატს და უნიკალურ დიზაინს მიიღებენ.

პორტალი BMWBlog თვლის, რომ განახლების შემდეგ კროსოვერი განახლებულ მულტიმედიის სისტემა iDrive 8–ს მიიღებს. რაც შეეხება ძრავთა გამას, ცვლილებები ამ მხრივ ნაკლებადაა მოსალოდნელი და კროსოვერს არსებულ ბენზინის, დიზელის და ჰიბრიდის ვარიაციებს დაუტოვებენ.

ფოტოს გავრცელება კი იმაზე მეტყველებს, რომ განახლებული X3–ის პრემიერამდე არც თუ ისე ბევრი დროა დარჩენილი.

ტეგები: BMW X3

მსგავსი თემები