LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

691
მიხეილ ცაგარელი

დღეს პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნიდან დაბრუნდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში და წლის ბოლომდე დააბრუნებს კარიერულ და საყოფაცხოვრებო სირთულეებს და დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა კომპეტენტურობის გამოსავლენად, ნადირობისთვის, თევზაობითვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, თმის შესაჭრელად. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ზედმეტი საკვების მიღებას, ადგილსამყოფელისა და ბინის შეცვლასა და სესხის აღებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქტიული სისტემა და ცხვირის ზონა. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე.  მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ონიქსი, იასპი, თოფაზი და მარჯანი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, თხის რქისა და თევზებისთვის, დღე დაძაბულია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსანთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები