LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

526
mishacagareli345

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებულ ქალწულის, მთვარე კი, მეტად ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

გულდასმით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელის მოწერამდე, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომის დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა განვლილი ცხოვრების გაანალიზებისა და გადაფასებისთვის, ნათესავებსა და მეგობრებთან ურთიერთობის აღსადგენად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ართრიტის და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, ლურჯი, მწვანე, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მთვარის ქვა, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანსა და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები