LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

541
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:21-დან 14:18  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარი კომპეტენციის გამოსავლენად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტკკური პროცედურების ჩასატარებლად. ეცადეთ ზედმეტად არ გადატვირთოთ კუჭი, დროებით მოერიდეთ თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები