LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელთა უმრავლესობა სპორტითაა დაკავებული

30
mceu_95636776911664284232001

სპორტით ევროპელთა 55%-ია დაკავებული – ასეთი ინფორმაცია ევრობარომეტრმა გამოკითხვის შედეგად დაადგინა. ეს ადამიანები სპორტულ დარბაზში დადიან ან სხვადასხვა თამაშებით ერთობიან. გამოკითხულთა 38% ფიზიკური აქტივობისთვის კვირაში ერთხელ მაინც იცლის, ხოლო 6% კვირაში 5-ჯერ ან უფრო ხშირად ვარჯიშობს.

იმ ადამიანთა რაოდენობით, ვინც სპორტით მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინცაა დაკავებული, ფინეთი(71%) ლიდერობს, მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი (63%), მესამე – ნიდერლანდები (60%). მეოთხე ადგილი დანიამ და შვედეთმა 59%-იანი მაჩვენებლით გაინაწილეს.

ყველაზე არასპორტულ ქვეყანათა შორის პორტუგალია, საბერძნეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია და ლიეტუვა დასახელდნენ. მთლიანობაში ევროპელთა 45% აღიარებს, რომ არასდროს ყოფილა სპორტით დაკავებული.

გაერო კი ყველას აფრთხილებს, რომ ცხოვრების უძრავი წესი, არასწორ კვებასთან ერთად, ზედმეტად წონას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები