LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ი ელექტროქარებზე გადადის და ევროპაში 1000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

110
ford

კომპანია Ford-მა ევროპაში ბიზნესის მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო. უახლოეს წლებში კომპანია პენსიაზე გაუშვებს მოდელებს, რომლებსაც ნაკლები შემოსავალი მოაქვთ და ეტაპობრივად ელექტროქარების გაყიდვაზე გადაერთვება. მხოლოდ გერმანიაში Ford 1000-მდე თანამშრომლის შემცირებას გეგმავს და ეს შეეხება ყველა სეგმენტს – ძრავების წარმოებით დაწყებული, გაყიდვებით დამთავრებული.

თავად კომპანიაში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ, თუმცა ფაქტია რომ ელექტროქარებზე გადასვლა საწარმოო პროცესში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს.

Ford-ი ქარხნის რეკონსტრუქციას დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მოახმარს და „ელემენტიანი“ მოდელების აწყობას მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს. ჰეჩბექ Fiesta-ს აღარ გამოუშვებენ და მთელი სივრცე MEB Volkswagen-ის ბაზაზე ელექტროქარების აგებას დაეთმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები