LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW ააშენა ელექტრონული კატერი, რომელსაც წყალქვეშა ფრთები აქვს

150
bmw

კომპანია BMW-მ წარადგინა კატერი, რომელსაც ელექტრონული აგრეგატი და ელემენტი მოდელი – i3 აქვს. სიახლეს The Icon ეწოდება და სხვა ნავების ფონზე უჩვეულო დიზაინით და განსაკუთრებული კომფორტითაა გამორჩეული. აკუმულატორის ერთი დამუხტვით კატერს 100 კილომეტრის გავლა შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე საათში 55 კილომეტრია.

BMW კატერს „მომავლის ფუფუნების განსახიერებას“ უწოდებს და აზუსტებს, რომ ეს არ არის პროტოტიპი, არამედ წარმოებისთვის გამზადებული პროდუქტია.

ხომალდის სიგრძე 13,15 მეტრია, მისი კორპუსი კი ორიგამის ტექნიკითაა აწყობილი. ცენტრალური ელემენტი არის მინის სტრუქტურა, სადაც დასასვენებელი სივრცე განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები