LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება პოლიციის ახალი BMW i4

159
bmw

გერმანული ატელიე AC Schnitzer 2022 წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს და დღესასწაულის ფარგლებში სამართალდამცავებისთვის შექმნილი ახალი ავტომობილი წარადგინა. ფირმამ ტრადიციებს არ უღალატა და საბაზისო მოდელად  BMW აირჩია, კონკრეტულად კი ელექტრომობილი, სედანი – BMW i4 M50.

ბუნებრივია, ძალოვანი სტრუქტურებისთვის მანქანა გააუმჯობესეს, ყველა საჭირო დეტალით აღჭურვეს და ძრავაც გააძლიერეს.

რაც შეეხება პროექტს Tune It!Safe! – ის უკვე 17 წელია გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით რეალიზდება. ბიუჯეტიდან ფინანსდება პოლიციის შოუ-ქარების აგება, რომლებსაც საგანმანათლებლო მიზნებისთვის იყენებენ და ამ გზით უსაფრთხო ტუნინგსაც აპიარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები