კომპანია BMW მომავალი 5 წლის განმავლობაში 40 ახალ მოდელს გამოუშვებს. გრანდიოზული გეგმები ბავარიულმა ბრენდმა ლას-ვეგასის კონფერენციის დროს გააჟღერა. დამსწრე საზოგადოებას მომავლის ელექტრომობილების კონცეპტები უჩვენებს: BMW-ს წარმომადგენელთა აზრით, „ელემენტიანთა“ ახალი ხაზი ელექტრომობილების მსოფლიო მწარმოებლებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, მათ შორის „ტესლასაც“.
მიუხედავად იმისა, რომ BMW 2024 წელს მთავარ აქცენტს ელექტრომობილებზე გააკეთებს, კომპანია შიდა წვის ძრავაზე უარის თქმასაც არ აპირებს. მაგალითისთვის, უახლოს წლებში ბრენდი 7 სერიის განახლებულ სედანს და ასევე გაუმჯობესებულ X3-ს და X5-ს გამოუშვებს. გარდა ამისა, BMW 6 და 7 ცილინდრიანი ძრავების გაძლიერებაზეც იზრუნებს.