LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა, წყალქვეშა ფრთებით. მის დიზაინზე BMW მუშაობდა

174
BMW

კომპანია BMW გამოუშვებს მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტას, წყალქვეშა ფრთებით. სიახლეს The Open უწოდეს და მას გერმანულ შტუტგარტში ააგებენ. იახტას ელექტრონული ძრავით აღჭურვავენ, ის მიიღებს სისტემების სამართავ 32 დიუმიან სენსორულ დისპლეის, ასევე ხელოვნურ ინტელექტს რომელიც დაჯახების საწინააღმდეგო ფუნქციაზე იქნება პასუხისმგებელი.

ხომალდის კორპუსი 15 მეტრის სიგრძის იქნება. წყალქვეშა ფრთების დამსახურებით გემი ფაქტობრივად ჰაერში ივლის, წყალთან ხახუნი 80%-ით შემცირდება, რაც ძალიან ბევრი ენერგიის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

Open-ი ორ ცალ 136 ძალის ელექტრონულ აგრეგატს და BMW i3 აკუმულატორს მიიღებს. ელემენტის სიმძლავრე 400 კილოვატ საათზე მეტი იქნება. სვლის მარაგი 50 ზღვის მილია, რაც დაახლოებით 93 კილომეტრის ტოლფასია.

იახტის სიჩქარე საათში 55,56 კილომეტრი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები