LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანსაღი ცხოვრების წესები, რომლითაც 64 წლის შერონ სტოუნი ცხოვრობს

33
Capture

შერონ სტოუნი 64 წლის ასაკში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება და ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ რა არის მისი საიდუმლო. ჰოლივუდის ვარსკვლავი ყველაფერს მთელი გულით აკეთებს და ეს შეეხება თავის მოვლასაც. ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების სტილი შერონ სტოუნისგან ასე გამოიყურება:

1. სტაბილურობა სპორტში
სტოუნისთვის გონებისა და სხეულის ვარჯიში მთავარი პრიორიტეტია და საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. რაც არ უნდა რთული იყოს, მსახიობი კვირაში 5 დღე მაინც ვარჯიშობს.

2. იოგის, გაწელვების, პილატესის, ცეკვისა და ფიტნესის მიქსი
მისი რუტინა ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა სახეობების მიქსს წარმოადგენს და ეს სია მუდმივად ივსება.

3. შერონი მუდმივად მოძრაობს
მსახიობი დღის განმავლობაში მუდმივად მოძრაობს. მნიშვნელობა არ აქვს ის სახლშია, გადაღებებზეა თუ სადმე სხვაგან – სხეულის გასავარჯიშებლად დროს ყოველთვის გამონახავს.

4. სხეულის, გონების და სულის კარგად ყოფნა მთავარი პრიორიტეტია
შერონ სტოუნი სხეულის ვარჯიშთან ერთად სულის გამოკვებასაც ძალიან დიდ დროს უთმობს. მსახიობი ბევრს კითხულობს, მედიტირებს და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრობს.

5. სიკვდილთან სიახლოვემ მსახიობს ახალი მიზანი აპოვნინა
მსახიობი 2001 წელს კინაღამ მოკვდა და შემდეგ 7 წლიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწია. სიკვდილის პირას ყოფნისას სტოუნმა სიყვარულის და ცხოვრების ფასი უფრო მეტად შეიგრძნო და ახალი მიზნებიც იპოვა.

6. ოჯახსა და საყვარელ საქმეს შორის ბალანსი
შერონ სტოუნისთვის მთავარი პრიორიტეტი საყვარელი ადამიანები და საყვარელი საქმიანობაა. ის ძალიან აფასებს ოჯახთან გატარებულ დროს, გადასაღებ მოედანზე ყოფნასა და უბრალოდ დასვენებას.

7. ჯანსაღი კვება სტოუნისთვის უკვე რუტინაა
ჯანსაღი კვება სტოუნისთვის უკვე მართლაც რუტინაა. მისი ყოველდღიური რაციონი კვერცხის, თევზის, ბოსტნეულისა და ხილის მიქსს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები