LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც მესი: ლეომ ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო

133
0-SOCCER-Ballon-dOr-213192

პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი 2021 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

34 წლის არგენტინელმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო ყველაზე პრესტიჟული პრიზი და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. 2021 წელს მესიმ „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის თასს დაეუფლა და ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 გოლით, მაგრამ მთავარი მაინც არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამარჯვება და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობა იყო.

მესის „ოქროს ბურთი“ 2009-12, 2015 და 2019 წლებში აქვს მოგებული.

„ოქროს ბურთის“ 2021 წლის ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
3. ჟორჟინიო (ჩელსი)
4. ქარინ ბენზემა (რეალი)
5. ნ’გოლო კანტე (ჩელსი)
6. კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერი)
7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
8. კევინ დე ბრუინი (სიტი)
9. კილიან მბაპე (პსჟ)
10. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

 

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა პირველ სამეულში.

“ოქროს ბურთის” მეშვიდედ მოპოვების შემდეგ მესიმ სცენიდან “ბაიერნის” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის მიმართა:

“მე მინდა რობერტ ლევანდოვსკი მოვიხსენიო. შენთან კონკურენცია დიდი პატივია. ყველამ იცის, რომ გასულ წელს შენ გამარჯვებული იყავი. ვფიქრობ, “ფრანს ფუტბოლმა” 2020 წლისთვის “ოქროს ბურთი” უნდა გადმოგცეს. შენ ეს დაიმსახურე. ის შენთან სახლში უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, გასულ წელს პრიზი არავისთვის გადაუციათ, რაც “ფრანს ფუტბოლმა” კორონავირუსის პანდემიით ახსნა და ცერემონია არ ჩატარებულა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები