LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

830
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს სხვათა კრიტიკა და წვრილმანებს ჩაძიება.

ეცადეთ სწორედ დღეს განთავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისა და მომაბეზრებელი ადამიანებისგან.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია უსიამოვნებებში გაბმის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის მოტყუება, მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, რადგან ასე მხოლოდ ურთიერთობას დაძაბავთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადატვირთვას, ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, იისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, ჰელიოტროპი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები