LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში შესაძლოა ხორცის რეკლამა აიკრძალოს

45
Capture

ნიდერლანდური ქალაქის, ჰაარლემის მერია გეგმავს რომ 2024 წლიდან ხორცის პროდუქტების რეკლამირება აკრძალოს. მიზეზი – ის მავნე გავლენაა, რომელსაც მეცხოველეობა გარემოზე ახდენს. ინფორმაციას ამის შესახებ euronews ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ აკრძალვა მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საქონლის ხორცისგან მზადდება. მაგალითად, ქალაქიდან გაქრება ძეხვეულის და ფასტ-ფუდის რეკლამები.

გაეროს ინფორმაციით, მესაქონლეობა ჰაერში მოხვედრილი მავნე გამონაბოლქვის 11%-ზეა პასუხისმგებელი და სიაში საკმაოდ მავნე აირებია.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ხორცის მოხმარება შეამცირონ და ამ გზით გარემოზე მავნე ზეგავლენამაც იკლოს. მაგალითად, საფრანგეთში ამ მიზნით მოსწავლეებს კვირაში ერთხელ მაინც ვეგეტარიანული კერძებით გაუმასპინძლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები