LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველაფერი სხვანაირად იქნება: ავტობუსები, მარშუტკები, ხაზები, პარკირება…

1109
57421949_673248216429008_7064178173407133696_n

ორ თვეში დედაქალაქის მერიას ეცოდინება სულ რამდენი ავტობუსი იქნება საჭირო, იმისთვის რომ თბილისში მცხოვრებლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამის შემდეგ დაიგეგმება ახალი ავტობუსების შესყიდვის შემდეგი ეტაპი და ქალაქში სატრანსპორტო ხაზების მთლიანად გადაგეგმარება მოხდება. სიახლეები კომპანია „სისტრას“ კვლევის მიხედვით კეთდება. ცვლილებები ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებსაც შეეხება. შეიქმნება პირველადი, მეორადი და მესამედი ხაზები. პირველად და მეორად ხაზზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო მესამედი ხაზი ანუ მიკროავტობუსები, მოსახლეობას მთავარ ხაზებთან დააკავშირებს.

გარდა ამისა, მერია მიკროავტობუსების კომპანიას ახალ პირობებს წაუყენებს, რომელიც როგორც მგზავრების, ისე მძღოლების პირობებს გააუმჯობესებს.

ამ და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ თემებზე „ავტორადიოს“ ეთერში მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ისაუბრა.

 


როგორია
ტრანსპორტის დაგეგმარების ახალი გეგმა და ავტობუსების გადანაწილების სქემა?

კომპანია „სისტრამ“ გამოავლინა, რომ ტრანსპორტი პირველად, მეორად და მესამედ ხაზებად უნდა დაიყოს. პირველად იქნება ძირითადი დერეფნები – ქალაქის მაგისტრალური და ცენტრალური გზები, სადაც 18  და 24 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მათთან დაკავშირება მოხდება მეორადი ხაზებით 10 და 8 მეტრიანი ავტობუსებით. გარეუბნებიდან ამ ორ ძირითად მარშრუტს ხალხი დაუკავშირდება მესამედი ხაზით – მიკროავტობუსებით.

ვინაიდან კომპანია თბილისის მიკროავტობუსს 2031-მდე მოპოვებული აქვს ოპერირების უფლება, ჩვენ მათ შევთავაზებთ ახალ პირობებს, ახალ მარშრუტებს და კონკრეტულ შემჭიდროებულ ვადებში დაველოდებით მათი მხრიდან მოქმედებას. ევროპულ სტანდარტებით ავტობუსებთან ერთად, ძალიან სწრაფად მიკროავტობუსებიც უნდა განახლდეს, იმისთვის რომ ისინი ბაზარზე დარჩნენ. თუ მიკროავტობუსებმა განაცხადეს, რომ „ვერ განვახლდებით, საშუალების არქონის გამო“ ჩვენი ზეწოლის გარეშე გაქრებიან ბაზრიდან, ვინაიდან ადამიანებმა უკვე გააკეთეს არჩევანი ახალ და კომფორტულ ავტობუსებზე. 

"მარშუტკების" განახლება და ავტობუსების ახალი სისტემა - ტრანსპორტის მიმართულებები სრულად შეიცვლება

პირველად და მეორად ხაზზე მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს, ხოლო მესამედი ხაზი ანუ მიკროავტობუსები, მოსახლეობას მთავარ ხაზებთან დააკავშირებს.

მდგომარეობა, რაც მიკროავტობუსის მძღოლებთან არის დაკავშირებული, უნდა გაუმჯობესდეს. სხვა მიდგომებზე იქნება დაყრდნობილი და ჩვენ რეალურად გავასწორებთ იმ შეცდომებს, რაც იყო ადრე ამ ტენდერის ჩატარების დროს. იმისთვის, რომ იგივე არ მივიღოთ მომავალში, რომ მიკროავტობუსი გამოვიდეს წყობიდან და მძღოლმა ვერ მიხედოს. მიკროავტობუსი მისახედი იქნება კომპანიის მხრიდან – ეს გაიწერება ვალდებულებაში.

ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად, დაახლოებით 4-თვიანი კამპანია იგეგმება. დიდ მარშრუტებზე ამ განახლების შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის 30 წუთამდე უნდა შემცირდეს.

დედაქალაქს ტრანსპორტის განვითარების გეგმა აქამდე არ ჰქონია. ამ გეგმის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესია. ჩვენ პირობა გვაქვს აღებული, რომ 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები აღარ იქნება. გვეყოლება ახალი ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები.

 

რამდენი ახალი ავტობუსია ქალაქში შემოსული და რომელ ნომრებზე გადანაწილდება ისინი?

ამ ეტაპზე ქალაქში 144 ერთეული ლურჯი ავტობუსი დადის. მეორე ეტაპისთვის შევიძინეთ 90 ცალი 10 მეტრიანი მწვანე ავტობუსი. 40 უკვე დედაქალაქშია და მზადება მიდის მათი

40 ახალი ავტობუსი მზადდება - რომელ ნომრებზე იმოძრავებს მწვანე ავტობუსები

ახალი ავტობუსები იმ ქუჩებზე იმოძრავებს, სადაც ზონალური პარკირება იწყება.

ხაზებზე გაშვებისთვის. ერთ-ერთია მუხიანიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი მარშრუტი N95, რომელიც გაივლის ნაძალადევსაც. შემდეგი მარშრუტები დავგეგმეთ იქ, სადაც საათობრივი ზონალური პარკირება იწყება. ვინაიდან საათობრივი ზონალური პარკირება ვერ დაიწყება იმ ქუჩებზე სადაც ტრანსპორტი არ იქნება გაძლიერებული.შესაბამისად, ვაპირებთ რამდენიმე ავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩაზე გავუშვათ. ეტაპობრივად, ამ 10 მეტრიანი ავტობუსებით ჩავანაცვლებთ იმ ბოგდანის ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში დადის.

დანარჩენი 220 ავტობუსის შეძენის პროცესი მიმდინარეობს. ეს სახელმწიფო ტენდერი გასაჩივრებული იყო და ველოდებით პასუხს. ვიმედოვნებ, დროულად წარიმართება ეს პროცესი და ეს 220 8-მეტრიანი ავტობუსიც დაემატება დედაქალაქს.

შემდგომ უკვე ვიხელმძღვანელებთ იმ კვლევით, რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. სწორედ ამ კვლევაზე ვართ დამოკიდებული. ორ თვეში მივიღებთ, კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რამდენი და რამდენმეტრიანი ავტობუსი უნდა შევიძინოთ კიდევ იმისთვის, რომ სრულად მივიღოთ საავტობუსო ხაზების ახალი სისტემა.

ჩვენი მიზანია ავტობუსებით გადაადგილება გავხადოთ სწრაფი, კომფორტული, იმისთვის რომ კერძო ავტომობილების მოხმარება შევამციროთ.

 

სად იგეგმება უახლოეს მომავალში ავტობუსების ზოლების მოწყობა?

ამ მხრივ მარშალ გელოვნის ქუჩაზე ვმუშაობთ – აღმაშენებლის ძეგლიდან ჟვანიას მოედნამდე არსებული გეგმით, ავტობუსებმა უნდა იარონ შუა ნაწილში, ისე რომ გამწვანების სივრცე იქნება შენარჩუნებული. გაჩერებები გაკეთდება შუაში და ქვეითებისთვის გადასვლა მოეწყობა კოფორტულად – შუქნიშნების მეშვეობით.

ამ პრინციპებზე დაყრდნობით, მთელი დედაქალაქი დაიქსელება და მივიღებთ ასეთ მოცემულობას: კერძო ავტომობილით მე შეიძლება საცობში ვიყო გაჩერებული და ავტობუსი სწრაფად მოძრაობდეს. ან დამხვდება საათობრივი ზონალური პარკირება იქ სადაც ავტობუსები კომფორტულად და იაფად იმოძრავებენ.

სადაც ქუჩის რეაბილიტაცია ხდება, იქ ვაწესრიგებთ მოძრაობასაც, მაგალითად კოსტავა-შარტავას ქუჩას თუ ავიღებთ, აქ ქვეითებისთვის მოძრაობა გახდა კომფორტული. სააკაძის მოედანზე იყო მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც არ იყო ადაპტირებული. ჩვენ შევქმენით მიწისზედა გადასასვლელები, რომლებიც ადაპტირებულია. ასევე მერიის წინ, რკინის ხიდს დავაკარგვინეთ ფუნქცია შუქნიშნის მეშვეობით. ამ ხიდებს ეტაპობრივად აიღებენ.

კომპანია „სისტრას“ დასკვნის შემდეგ, იქ სადაც რეაბილიტაცია განხორციელდება – ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხიზანიშვილზე, ვეკუაზე – აქ ჩვენ ავტობუსების გამოყოფილ ზოლებთან ერთად, მოვაწესრიგებთ ქვეითთა გადასასვლელებს და ფეხით სასიარულო არეალებს ავტომობილებისგან გავათავისუფლებთ. 

დიღმიდან გაგარინამდე "სწრაფი ავტობუსი" იმოძრავებს - ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა შუქნიშნების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მაგალითად, ჭავჭავაძეზე ექსპერტებმა გვითხრეს, რომ შეგვიძლია სრულიად სხვა სახის ქუჩა მივიღოთ. უფრო მეტად გამტარი და მოწესრიგებული. ამ ნაწილში ბაზრის კვლევას ვატარებთ. სახელმწიფო ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და სამ თვეში მივიღებთ ახალ მოცემულობას თუ როგორ შეიძლება ჭავჭავაძის გამზირი მოვაწყოთ.

 

როდიდან ამ პროექტების განხორციელებას?

ჩვენ ავტობუსების განახლების ეტაპებთან ერთად, წლის ბოლომდე კონკრეტულ, მოკლე გეგმას წარმოვადგენთ როგორ გადანაწილდეს ავტობუსები ახალ მარშრუტებზე.

ვვარაუდობთ, რომ სადღაც ოქტომბრის ბოლოსთვის, ახალი სამარშრუტო სქემა დავამტკიცოთ, როგორც მიკროავტობუსებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის – ამას სჭირდება მთავრობა და შემდეგ საკრებულო. ამის შემდეგ, მარშრუტებზე გადაწყობისთვის კონკრეტულ ვადას ავიღებთ. 

ავტობუსის ზოლი და ველობილიკი - ზაფხულიდან ჭავჭავაძის გამზირის განახლება იგეგმება

თუ შესაძლებელი იქნება გამზირზე ველობილიკების მოწყობასაც განიხილავენ, გაცალმხრივება კი გამორიცხულია.


ყვითელ მიკროავტობუსებსაც ექნებათ კონკრეტული გრაფიკები? ისე როგორც ახლა ავტობუსებს აქვთ?

ეს სისტემა უნდა იყოს გაერთიანებული. დღეს თუ უწევთ ავტობუსიდან მეტროში გადაჯდომა იგივე პრინციპი უნდა იყოს – გრაფიკი უნდა იყოს დაცული. თუ ამას მიკროავტობუსები არ დაიცავენ, დაჯარიმდებიან, რადგან ისინი მთლიან ქსელს შეაფერხებენ.

დღეს იგივე პრობლემაა ავტობუსებზეც, შესაძლოა გაფუჭდეს, საცობში მოყვეს და დააგვიანოს, გრაფიკს ჩამორჩეს, ამ დროს მგზავრი ზარალდება, ახალ სქემაში ეს უნდა იყოს გამორიცხული. სხვანაირად კერძო ავტომობილებიდან ადამიანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ გადმოვსვამთ, სწორ ალტერნატივას ვერ შევთავაზებთ. არადა კერძო ავტომობილების მოხმარება უნდა შევამციროთ, სხვა საშველი ამ ქალაქს არ აქვს.


რა ეტაპზეა გაჩერებების გამოცხადების პროექტი?

გაჩერებების ნახევარზე მეტი პრაქტიკულად დამუშავებულია. დარქმეულია სახელები. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ახალ ავტობუსებში გვაქვს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცხადებას. სატრანსპორტო კომპანიას დარჩენილი აქვს ეტაპი გამოაცხადოს ტენდერი, იქ სადაც სახელები უკვე მინიჭებულია გაჩერებებზე, მოახდინოს გამოცხადების ტექნიკური უზრუნველყოფა – შემდეგ ჩაწერა და ჩატვირთვა უნდა მოხდეს. სერიოზული მოთხოვნაა ამ მიმართულებით და ახალი სატრანსპორტო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, ეს სისტემაც დაიწყებს მუშაობას. დღეს რომ გავაკეთოთ, ორმაგი ხარჯი გამოგვივა, რადგან შემდეგ მარშრუტების გადაგეგმარება მოგვიწევს და ყველაფრის ახლიდან დაპროგრამება

 

კომფორტის მომატებასთან ერთად ხომ არ იგეგმება საფასურის ზრდა ან იმ შეღავათების მოხსნა, რომლითაც დღეს საზოგადოება სარგებლობს?

შეღავათების მოხსნა არ იგეგმება – ტარიფის ზრდას არც კი განვიხილავთ. სატრანსპორტო სისტემა დალაგდება ისე, რომ მოსახლეობამ მთლიანად იგრძნოს კომფორტი.

ჩვენი მიზანია დატვირთვა მიიღოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. თუ ფასი გავზარდეთ, ვერ მიიღებს დატვირთვას და ადამიანები ისევ მანქანებს გამოიყენებენ. ამიტომ ის მდგომაროება რაც გვაქვს ფასთან დაკავშირებით და ის უამრავი სოციალური შეღავათი, რომელიც არსებობს, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს. 

გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური?

სატრანსპორტო სისტემა დალაგდება ისე, რომ მოსახლეობამ მთლიანად იგრძნოს კომფორტი.


შევეხოთ კიდევ ერთ საინტერესო პროექტს – ავტობუსის ქალ მძღოლებს. რა ეტაპზეა გადამზადების პროცესი და როდიდან ვიხილავთ ახალ მძღოლებს ავტობუსებზე?

როდესაც ჩვენ ვიყიდეთ 144 ავტობუსი, მოყვა ვალდებულება, რომ გრანტის ფარგლებში, გადაგამზადებინებთ ქალბატონებს, რომლებსაც დაასაქმებთ სატრანსპორტო კომპანიაში. რეალურად ამ ვალდებულების განხორციელება მიმდინარეობს. ბოლოს 10-მდე მსურველი იყო, რომელიც პრაქტიკას გადიოდა. ის ვინც ისწავლის და გამოცდას ჩააბარებს დასაქმდება. ახალ ავტობუსზე ხელფასი განსხვავებულია 1700 ლარზე გადის მძღოლი ქალბატონი, რომელიც შეძლებს ამ ეტაპების გავლა, აღნიშნულ ხელფასს მიიღებს. გარდა ამისა, სხვა შეღავათებიცაა გათვალისწინებული.

მეტი ქალი მძღოლი გვინდა, ისევე როგორც ევროპაშია და ნებისმიერ მსურველს ახლაც შეუძლია სატრანსპორტო კომპანიაში მივიდნენ დაწერონ განცხადება და მოხვდნენ პროექტში.

ამ ეტაპზე ავტობუსების მძღოლობის კანდიდატი ქალების რიცხვი 21-დან 10-მდე შემცირდა.

რა გახდა ამის მიზეზი? 

ავტობუსის მძღოლის ხელფასი 1700 ლარია - ქალებს გადამზადების შესაძლებლობა ისევ აქვთ

მეტი ქალი მძღოლი გვინდა, ისევე როგორც ევროპაშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდნენ და დაწერონ განცხადება.

ავტობუსის ნაწილში, სხვა მომსახურების სტანდარტია. მგზავრის მომსახურება საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა და ამ ნაწილს ძალიან მაღალკვალიფიციური ცოდნა სჭირდება. ამასთან თბილისში გადაადგილება საკმაოდ რთულია, ამიტომ მანევრირების ცოდნაა საჭირო. გაბარიტებიც ძალიან დიდია და ამას სწავლა სჭირდება.

პროექტი გრძელდება და ნებისმიერ მსურველ ქალს შეუძლია განცხადების დაწერა და გადამზადება.თუ კანდიდატი გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, ახალ ავტობუსებზე მას საკმაოდ კარგი ანაზღაურება ექნება.

ამ ეტაპზე ავტობუსის მძღოლად 2 ქალბატონი მუშაობს და 6 კი გადამზადების ეტაპზეა. რაც შეეხება ქალ მძღოლებს, ცნობისთვის ტაქსებზე გაცემულ ნებართვებში 80 მძღოლი ქალია.

 

დაბოლოს, შევეხოთ ველობილიკების თემასაც. როგორ მიდის მისი ათვისებისა და დატვირთვის საქმე და ასევე, გაგრძელდება თუ არა ბილიკების დახაზვა სხვა ქუჩებზეც?

ძალიან გვაკრიტიკებენ ველობილიკებზე, ვინ დადისო. თუმცა ამას აქვს პერსპექტივა. ის პოლიტიკა რომლითაც ჩვენ მივდივართ, ზონალური პარკირების შემოღება, ავტობუსის ზოლები, ეს ყველაფერი გაზრდის ველობილიკების მომხმარებელთა რიცხვს. ბევრ ოჯახშია ველოსიპედი, ვერ მოიხმარენ, რადგან არ არის უსაფრთხო გარემო გადაადგილების კუთხით. ამ გარემოს შევქმნით აუცილებელად. ბატონი კახის ინიციატივაა, რომ სადაც საშუალებაა, ყველგან მოვაწყოთ ბილიკები.

კვლევებით დასტურდება, რომ ავტომობილებს 150-200 მეტრში გადასაადგილებლადაც იყენებენ. შეიძლება ამ ზონაზე, საათობრივი პარკირება დახვდეს ადამიანს და აღარ უღირდეს მანქანით გადაადგილება, ასე რომ, შეეძლება ველოსიპედი გამოიყენოს.

გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ, კიდევ შეიძლება გავამკაცროთ კერძო ავტომობილების გადაადგილება და კიდევ უფრო არაკომფორტული გავხადოთ. სამაგიეროდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გვეყოლება. 

ველობილიკებზე ძალიან გვაკრიტიკებენ, არადა პერსპექტივა აქვს - მამუკა მუმლაძე

კვლევებით დასტურდება, რომ ავტომობილებს 150-200 მეტრში გადასაადგილებლადაც იყენებენ - შეუძლიათ ამ ზონაზე ველოსიპედი გამოიყენონ.

დამუშავებული გაქვს ვაჟა-ფშაველა-ყაზბეგის ქუჩები, რომელიც უნდა დაკავშირდეს უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. დატესტილია მარშრუტები და ამ ქუჩებზე რეაბილიტაციის დაწყების დროს ველობილიკები გათვალისწინებული იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები