LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავამხელ: შაკირა პიკეს პირადი დეტალების გასაჯაროებით ემუქრება – დიდი ომი იწყება

71
NEW YORK, NY - DECEMBER 25:  Milan Pique Mebarak, Shakira, Sasha Pique Mebarak and Gerard Pique attend the New York Knicks Vs Philadelphia 76ers game at Madison Square Garden on December 25, 2017 in New York City.  (Photo by James Devaney/Getty Images)

შაკირა და ჟერარ პიკე გაცხარებული ბრძოლისთვის ემზადებიან.

კოლუმბიელი მომღერალი გეგმავს შვილები მაიამიში წაიყვანოს, ხოლო ფეხბურთელი აპირებს ამას ხელი შეუშალოს. ორივემ დაიქირავა ადვოკატი და შესაბამისად სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან.

პიკე და შაკირა ახლახან შეხვდნენ და ვითარება კი განიხილეს, მაგრამ ფეხბურთელის უარმა შვილების გაშვებაზე ქალის რისხვა გამოიწვია. ის ყოფილ ქმარს დაემუქრა მისი არაერთგვაროვანი საქმიანობა და პირადი ცხოვრების წვრილმანები გამოაშკარაოს.

„მას (შაკირას) მოუწევს კოზირი გამოიყენოს. მას ჰყავს ხალხი,რომლებიც ინფორმაციას ეძებენ და პიკეს შესახებ სრულ ანგარიშს ამზადებენ. არის რამდენიმე სიურპრიზი, რაც არავის დატოვებს გულგრილს“, – მოუყვა წყარო Informalia-ს.

ის, ვინც შაკირას კარგად იცნობს, ამტკიცებს, რომ პიკემ „არასასურველი მტერი გაიჩინა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები