LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტი წონის დაკლებაში გვეხმარება – მითი თუ რეალობა

117
workout-home-1068x712

თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება არც ისეთი მარტივია, თუმცა შესაძლებელი. თუ დავუჯერებთ მითს, რომ მოწევისთვის თავის დანებება წონაში მომატებას უწყობს ხელს, ეს პროცესი კიდევ უფრო რთული აღმოჩნდება.

სინამდვილეში, თუ სწორად მოიქცევით, არც წონაში მოიმატებთ და სიგარეტის მომაკვდინებელი ჩვევისგანაც გათავისუფლდებით. სიგარეტის მიტოვებასთან ერთად, შეეცადეთ არ შეცვალოთ კვების წესი. ყურადღების გადასატანად არ მიეძალოთ ტკბილეულს და ათასგვარ სასუსნავს. თუ სიგარეტის თავის დანებებას გადაწყვეტთ, იმავე დღეს სახლიდან მოაშორეთ სიგარეტის ყუთები, სანთებელები. ასევე, გადანახული კანფეტები, ტკბილეული, რძიანი შოკოლადები.

გახსოვდეთ, სიგარეტის თავის დანებება კი არ ასუქებს, არამედ, ყურადღების გადასატანად სასუსნავის დიდი დოზით მიღება. მწეველთა 60 %-ს, რომელთაგან უმრავლესობა ქალია, ურჩევნია განაგრძოს მოწევა, ვიდრე წონაში მომატებას შეეგუოს. და მაინც, რა უწვევს გასუქებას? ნიკოტინის შეზღუდვის შემდეგ ორგანიზმს შაქრის მოთხოვნილება ეზრდება. ადამიანი ტკბილეულით ცდილობს დანაკლისის შევსებას და შედეგიც არ აყოვნებს.

მათ, ვისაც მყარად სწამს, რომ სიგარეტი წონაში აკლებინებს, შევახსენებთ: სულ რაღაც 200 კალორიის დაწვას, მთელი ყუთი სიგარეტის მოწევა დასჭირდება. თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ 200 კალორიის დაწვა, სხვა, უფრო უსაფრთხო გზითაც შეიძლება. ამიტომ, მეტი დაფიქრებით იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები