LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუზები, საუნა, ბოულინგი, სპორტული დარბაზები – თბილისში მრავალფუნქციური ცენტრი იხსნება (ფოტოები)

1921
darbazi 5
გლდანის შემდეგ, სადაც ცენტრალური პარკი ცოტა ხნის წინ გაიხსნა, განახლება-მშენებლობები კიდევ ერთ გარეუბანში იწყება.
თბილისის მერია მის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომ ცენტრი ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსთან ახლოს, უფრო კონკრეტულად კი, 180-ე საჯარო სკოლასთან აშენდება.
საზოგადოებრივ ცენტრში სხვადასხვა სპორტული დარბაზი განთავსდება, მათ შორის იქნება: ფეხბურთისა და კალათბურთის, ტანვარჯიშის, ძიუდოს, კარატეს, ჭიდაობის და კრივის სექციები, ტრენაჟორების სივრცე.
ცენტრში იქნება ასევე ფიტნეს დარბაზი, ორი საცურაო აუზი, საუნა, სპორტული ინვენტარის მაღაზია, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, ბოულინგი და სივრცე სამაგიდო თამაშებისთვის.

ამ დროისთვის პროექტის განსახორციელებლად წინადადებების მიღება უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო ინფორმაციით, დაინტერესებულ მხარეებს ბოლო ვადად 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე განესაზღვრათ. 
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 მილიონ ლარს აჭარბებს.

ცენტრის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

საგარანტიო ვადა კი სამუშაოების დასრულებიდან 3 წელი იქნება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g