კომპანია „უოლტ დისნეის“ დირექტორმა, ბობ აიგერმა „ავატარის“ თემატური პარკის გახსნის თარიღი დაასახელა. ცნობილი ხდება, რომ Pandora – The World of Avatar ხელმისაწვდომი უკვე 27 მაისს გახდება. პარკი ფლორიდაში განთავსდება. აიგერი დარწმუნებულია, რომ ის ძალიან პოპულარული იქნება.
შეგახსენებთ, რომ მისი შექმნა 2011 წელს დაიწყო და საქმეს უშუალოდ ჯეიმს კემერონი კურირებდა, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმის რეჟისორია.
პარკში ცნობილი მთები და ღამით მანათობელი ფლორაც შევა.