LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში, მეჩეთში მოწყობილ აფეთქებებს 62 ადამიანი ემსხვერპლა

221
73015433-2485258865050480-8049234897044242432-n-e1571396979472

ავღანეთში, მეჩეთში მოწყობილ აფეთქებებს 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია სულ მცირე 62 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციის სამხრეთ ნაწილში, ჰასკა მეინას დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთზე პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. მეჩეთის შიგნით დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g