ევროპის უმსხვილესი „ლოუკოსტერი” Ryanair-ი კიოლნი–თბილისი–კიოლნის მარშრუტზე ოპერირებას 2020 წლის 29 მარტიდან შეუდგება. როგორც avianews.ge იუწყება, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათსა და 5 წუთს შეადგენს. ავიაბილეთის ღირებულება კი 41 ევროდანაა.
საქართველოდან პირდაპირ ნიცაში - ფრანგულ კურორტზე დეკემბრიდან გაფრინდებით
ნიცასკენ ფრენები 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყება
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.