ავიაკომპანია Spirit Airlines-მა თავისუფალი პილოტი ვერ იპოვა და ხალხი თვითმფრინავში 7 საათით გამოკეტა. გაბრაზებული მგზავრების პოსტებს ყურადღება Daily Mail-მა მიაქცია.
მგზავრების თქმით, ეს ყველაზე ჩამორჩენილი ავიაკომპანიაა და მის სერვისს ისინი აღარასდროს გამოიყენებენ. ერთ-ერთი მათგანი ლინდსი მასკერა აზუსტებს, რომ გაჩერებულ რეისზე 200 მგზავრი იმყოფებოდა. სანამ ავიაკომპანია პილოტს ეძებდა, ქალი მათ იღებდა და კადრებს სოც-ქსელებში ავრცელებდა.
Spirit Airlines-ის წარმომადგენლის თქმით, ეს სიტუაცია პერსონალის დეფიციტმა გამოიწვია. როდესაც ნათელი გახდა, რომ რეისი უბრალოდ ვერ შესრულდებოდა, მგზავრებს სალონის დატოვების უფლება მისცეს და ფულის უკან დაბრუნებასაც შეჰპირდნენ.