LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიის ბორტგამცილებელი სამსახურიდან სენდვიჩის გამო გაათავისუფლეს

54

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბორტგამცილებელი სამსახურიდან სენდვიჩის გამო გააგდეს. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა EasyJet-ის ბორტზე მოხდა.

შენონ გლისონი უფროსი კოლეგის მიერ შეთავაზებულ ბეკონის სენდვიჩს რეისის დროს მიირთმევდა, რაც მისმა მეორე კოლეგამ დაინახა და მაშინვე ხელმძღვანელობას აცნობა. ავიაკომპანიამაც 22 წლის ბორტგამცილებელი ქურდობის წესების დარღვევისთვის სამსახურიდან დაითხოვა. როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, შენონს, სანამ სხვის მიერ შეთავაზებულ საკვებს აიღებდა, ჩეკი უნდა ენახა, რათა დარწმუნებულიყო, რომ სენდვიჩი მოპარული არ იყო.

აღსანიშნავია, რომ EasyJet-მა შენონთან ერთად მისთვის საკვების მიმცემი თანამშრომელიც დაითხოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები