LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EasyJet-ის მგზავრები საბერძნეთში კუების გამო ჩარჩნენ

52

ავიაკომპანია EasyJet-ის მგზავრები ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ბერძნული კუნძულიდან, ზაკინფიდან გამოფრენას. მიზეზი კი ლაინერის ტექნიკური გაუმართაობა და ადგილობრივი კუების საქორწინო სეზონი გახდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. თავდაპირველად ტურისტები ლონდონში ბიუჯეტური ბრიტანული კომპანიის რეისით უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა გამგზავრების წინ ხომალდის კაპიტანმა თვითმფრინავის პრობლემის  შესახებ გამოაცხადა და მგზავრებს ლაინერის დატოვება სთოვა.

სპეციალისტებმა გაუმართაობის აღმოფხვრას მთელი დღე მოანდომეს. ამასთან, მგზავრებს არც წყალი შესთავაზეს  და არც საკვები. EasyJet-მა საღამოს მგზავრების სარეზერვო ლაინერით გაშვებაც ვერ მოახერხა. მიზეზი კი ზაფხულში არსებული აკრძალვა გახდა. სიბნელეში თვიმფრინავების აფრენა არ შეიძლება, რადგან ზღვის კუები ამ პერიოდში აქტიურად არიან გამრავლებით დაკავებულნი და შესაძლოა ლაინერებმა მათ ხელი შეუშალონ.

ტურისტებმა კუნძული მხოლოდ ორი დღის შემდეგ, სხვა გადამზიდის საშუალებით დატოვეს.

აღნიშნული კუები დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ისინი კვერცხებს ზაფხულში, მხოლოდ ღამით დებენ.

ლოგერჰედები, ანუ ზღვის კუები გარემოს დაცვის წითელ წიგნშია შესული, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. მათი კვერცხები ადამიანებში წინათ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც დელიკატესი, რამაც მათი რაოდენიბის შემცირება გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები