LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავიც­რე­ბო­დი თუ არა რო­მე­ლი­მე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით?” – რას წერს ნანა გეგეჭკორი

376
BeFunky-collage (6)

27 აპრილს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის, “სი­ნო­ფარ­მის” მი­სა­ღე­ბად რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო.

თბილისში, “სინოფარმით“ ვაქცინაციაზე სარეგისტრაციო ადგილები კი პორტალის გახსნიდან 2 საათში სრულად შეივსო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, “სინოფარმის“ ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.

სპეციალისტების განცხადებით „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.

თბილისში “სინოფარმით” ვაქცინაციისთვის ადგილები 2 საათში შეივსო

აშშ-ში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ამასთან, ექიმი პასუხობს კითხვას, აიცრებოდა თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით.

“ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე და არა მარ­ტო..

პრე­სა­ში (ვა­შინგტონ პოს­ტი, რო­ი­ტე­რი) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­ფარ­მის მწარ­მო­ებ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრეს­რი­ლი­ზის თა­ნახ­მად, ამ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა 79%-ს აღ­წევს. იქვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი ირ­წმუ­ნე­ბა, ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა. კვლე­ვის ორი­გი­ნა­ლი, რა­საც პრეს­რი­ლი­ზი ემ­ყა­რე­ბა, არ­სად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. სი­ნო­ფარმს არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მე­სა­მე ფა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბი. კვლე­ვის სწო­რედ ეს ფაზა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე.

ჩი­ნე­თის კო­ვი­დის სტა­ტის­ტი­კა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს ვაქ­ცი­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რად­გან ჩი­ნეთს, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 200 მი­ლი­ო­ნი დოზა აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს არ ნიშ­ნავს 200 მი­ლი­ონ სრუ­ლად აც­რილ ადა­მი­ანს, რად­გან ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა ორ­დო­ზი­ა­ნია. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩი­ნე­თის მი­ლი­არ­დი­ან პო­პუ­ლა­ცი­ას, აც­რი­ლე­ბის წილი არც ისე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­დის.

აც­რი­ლებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნით მიღ­წე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე­ნიც ემა­ტე­ბი­ან. არც ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვე­ბა ასე სა­ჯა­როდ და ზუს­ტად არ ვიცი, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ტე­ტის წილი ჩი­ნურ კო­ვიდ სტა­ტის­ტი­კა­ში. ორი­ვე მრუ­დი, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.სა­პი­რის­პი­რო მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ ჩი­ლეს და სა­უ­დის არა­ბეთს. ორი­ვე უმე­ტე­სად ჩი­ნუ­რი სი­ნო­ფარ­მით აიც­რა. ორი­ვე­გან მზარ­დია ინ­ფი­ცი­რე­ბაც და სიკ­ვდი­ლო­ბაც. აქაც გა­ურ­კვე­ვე­ლია რა­ი­მე სხვა ფაქ­ტო­რე­ბი ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბებს კო­ვიდ ტენ­დენ­ცი­ებს.

მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს ბრი­ტა­ნე­თი და ის­რა­ე­ლი. ფა­ი­ზე­რით და ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რი­ლი. ორი­ვე­გან სა­ი­მე­დოა კო­ვიდ-მრუ­დე­ბი. ორი­ვე ქვე­ყა­ნა უბ­რუნ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს.

იმე­დია, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­ცხა­დეს შე­ი­ტანს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა უმ­ცი­რეს ნი­უ­ან­სებ­ზე წვდო­მაც. ასე­ვე, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა მი­ნი­მუმ 50%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა. ალ­ბათ, გა­ა­ზი­ა­რე­ბენ სა­ჯა­როდ, რას მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცია. ამე­რი­კუ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტო ამ მხრივ სა­ოც­რად გა­ბე­დუ­ლად და პა­ტი­ოს­ნად მო­იქ­ცა. პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დას­ცა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი. მთე­ლი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ასე­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად სა­ჯა­რო იყო.

უამ­რა­ვი ინ­ტერ­ვიუ მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რებ­მა და ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი და ღია გზავ­ნი­ლე­ბით ესა­უბრნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა, ამე­რი­კულ ვაქ­ცი­ნებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ნდო­ბა აქვთ რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე გა­რეთ. კვლე­ვე­ბიც აჩ­ვე­ნე­ბენ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის სა­ჯა­რო­ო­ბამ ხელი შე­უ­წყო ვაქ­ცი­ნე­ბის სკეპ­ტი­ციზ­მის დაძ­ლე­ვას.მთე­ლი პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გულ­წრფე­ლად ვცდი­ლობ, არა­ე­ქი­მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე მო­გა­წო­დოთ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვეც­ნო­ბი.

ვდი­ლობ გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამ ჭრი­ლი­დან აგიხ­სნათ ამა თუ იმ სამ­კურ­ნა­ლო/დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბის რის­კე­ბი და სარ­გე­ბე­ლი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. პა­ტი­ოს­ნად და გულ­წრფე­ლად გაწ­ვდით ყვე­ლა­ფერს რაც ვიცი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რს და დე­ტა­ლებ­ში ვსა­უბ­რობ ვაქ­ცი­ნა­ცის რის­კებ­ზეც, რად­გან ვთვლი, რომ ამის ცოდ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რი და უსაფრ­თხო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვთვლი, ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლებ­ლად. უსას­რუ­ლოდ პირ­ბა­დე­ში და კა­რან­ტინ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით.

დიახ, ჩვენ არ ვი­ცით ვაქ­ცი­ნე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტე­ბი, რად­გან დრო არ გა­სუ­ლა საკ­მა­რი­სი. ხუთი წლის შემ­დგომ შე­დე­გებ­ზე მხო­ლოდ ხუ­თწ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ გვე­ცო­დი­ნე­ბა. თუმ­ცა, აქვე უნდა გვახ­სოვ­დეს, იგი­ვე პრობ­ლე­მაა კო­ვიდ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. არა­ფე­რი ვი­ცით რა გა­მოვ­ლი­ნე­ბა ექ­ნე­ბა ხუთი წლის მერე დღეს გა­და­ტა­ნილ და­ა­ვა­დე­ბას. სა­ნაც­ვლოდ ვი­ცით, რომ კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­უ­და­რებ­ლად მა­ღა­ლია ყვე­ლა ვაქ­ცი­ნის ერ­თად აღე­ბულ რის­კებ­თან შე­და­რე­ბით.

და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად აღე­მა­ტე­ბა იმ ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს ახ­ლდა თან. ნამ­დვი­ლად ვი­ცით, კო­ვი­დი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კლავს, ვაქ­ცი­ნე­ბი კი სიკ­ვდი­ლის­გან იცავს.

  • ავიც­რათ თუ არა? – პა­სუ­ხი, ჩემ­თვის ცალ­სა­ხაა, დიახ, უნდა ავიც­რათ.
  • რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნაა სა­უ­კე­თე­სო? – ის ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.
  • რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? – იდე­ა­ლუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბი და თუ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წილ­დეს ვაქ­ცი­ნე­ბი.

რას ვგუ­ლის­ხმობ ამა­ში. მე რომ მე­კი­თხე­ბო­დეს, ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე და­წე­სე­ბულ ასა­კობ­რივ შე­ზღუდ­ვას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი, მაგ­რამ და­ვუშ­ვებ­დი გა­მო­ნაკ­ლისს, როცა ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმ ვაქ­ცი­ნით აიც­რას, რო­მე­ლიც მის ასაკ­ში მო­მე­ტე­ბულ რისკს შე­ი­ცავს. მეტი სი­მარ­ტი­ვის­თვის სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე ავ­ხსნი. მე რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიყო ექი­მი… ექი­მის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი იდე­ა­ლუ­რი დაც­ვის პი­რო­ბებ­შიც კი მა­ღა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აც­რით მი­ღე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი გა­დამ­წყვე­ტი ხდე­ბა უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბის­თვის.

ასა­კით და სქე­სით ვე­კუთ­ვნი ას­ტრა­ზე­ნე­კას თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკ-ჯგუფს. თუმ­ცა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვიცი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, არ მაქვს არა­ნა­ი­რი პი­რა­დი თუ გე­ნე­ტი­კუ­რი რისკ ფაქ­ტო­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა თე­ო­რი­უ­ლად იყოს წი­ნა­პი­რო­ბა ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი ტი­პის თრომ­ბო­ზუ­ლი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩემ­თვის უიშ­ვი­ა­თე­სი თრომ­ბო­ზე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი უმ­ცი­რე­სი იქ­ნე­ბა. დახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე რო­გო­რიც, ფრე­ნი­სას ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის რის­კია, ან მან­ქა­ნის ტა­რე­ბი­სას ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფი­სა. მან­ქა­ნას ამ რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ყო­ველ დღე ვა­ტა­რებ და ფრე­ნი­თაც ძა­ლი­ან ხში­რად დავფრი­ნავ.

სწო­რედ ამა­ვე პრინ­ცი­პით, ამ რის­კე­ბის ცოდ­ნით ავიც­რე­ბო­დი ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი. ამ­გვა­რად მო­ფიქ­რა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მე­გუ­ლე­ბა და მათ­თვის ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ღია უნდა იყოს. სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია თავი და­ი­ზღვი­ოს და ამ ადა­მი­ა­ნებს შეს­თა­ვა­ზოს სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი. აც­რამ­დე ხელი მო­ა­წე­რი­ნოს ინ­ფორ­მი­რე­ბულ თან­ხმო­ბა­ზე და პი­რო­ბებ­ში ჩა­მოთ­ვა­ლოს რის­კე­ბი, რაც ას­ტრა­ზე­ნე­კას გა­მო­ყე­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან, ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში.

ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი იმ­დე­ნად სპო­რა­დუ­ლია, მარ­თლა მი­ლი­ო­ნე­ბი უნდა აცრა რომ ერთი გა­მოვ­ლინ­დეს. ამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი ჩვენ არც ვართ. იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ უნა­რი თა­ვად იკის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ ბედ­ზე, უნდა ჰქონ­დეთ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ასე­თი ძალა არ აქვს და მათ სა­ხელ­მწი­ფო, ან ექი­მი სჭირ­დე­ბათ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ. მათ­თვის იყოს შე­ზღუდ­ვე­ბი რა­საც სა­ხელ­მწი­ფო თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აწე­სებს.

როცა სა­ხელ­მწი­ფოს არ აქვს უნა­რი მარ­ტი­ვი გარ­თუ­ლე­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თოს ცხა­დია თა­ვის და­ზღვე­ვა სჯობს რათა ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გან­მე­ორ­დეს.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას:

  • ავიც­რე­ბო­დი თუ არა რო­მე­ლი­მე ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით? – ჯერ­ჯე­რო­ბით და­ვე­ლო­დე­ბი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს დას­კვნას. თუ საბ­ჭო აღი­ა­რებს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა, თუნ­დაც ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი, ცხა­დია, სხვა არ­ჩე­ვა­ნის არ არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, არა­ფერს ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი. თუ ვაქ­ცი­ნა ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, ალ­ბათ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი რის­კე­ბის ჯგუ­ფებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი, რად­გან მათ ისე­დაც მცი­რე აქვთ სა­სიკ­ვდი­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის საფრ­თხე. ოდ­ნა­ვი დაც­ვის პი­რო­ბებ­ში კი ეს რის­კე­ბი, წე­სით, უმ­ნიშ­ვნე­ლომ­დე უნდა შემ­ცირ­დეს.

მთა­ვა­რი დას­კვნა ამ ყვე­ლაფ­რი­დან:

  • ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.
  • სა­უ­კე­თე­სო ის ვაქ­ცი­ნაა, რა­ზეც ხელი მი­გიწ­ვდე­ბათ.
  • გა­ი­აზ­რეთ თქვე­ნი რის­კე­ბი და ვაქ­ცი­ნით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი და ისე მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა
  • ეცა­დეთ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს.

P.S. იმ­დე­ნად მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი წნე­ხი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის და აც­რის პრო­ცეს­ზე, მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ყალ­ბე­ბა ად­ვი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, უნდა ვენ­დოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს”, – წერს გე­გეჭ­კო­რი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g