„რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთ წოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“, – ამის შესახებ პარტიის პრეს-სამსახურში განაცხადეს.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ პარტიაში უთხრეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობაა.
„ჭორიკანა „დედაკაცივით“ დეზინფორმაციას ავრცელებ“ – ღარიბაშვილის ცოლისძმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუშინ, დილით ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იმყოფებოდა, დეზინფორმაციას უწოდებს.
„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეგრეთწოდებული მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება.
ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს“. – განაცხადეს „ქართულ ოცნებაში“.