ისტორიული შემთხვევა ავსტრალიაში – მამაკაცს, რომელსაც ტიტანის გული გადაუნერგეს, გულმა 100 დღის განმავლობაში გამართულად იმუშავა მანამ, სანამ პაციენტმა გული დონორისგან არ მიიღო.
რევოლუციური პროცედურა სიდნეის სენტ-ვინსენტის ჰოსპიტალში ჩატარდა.
ტიტანისგან დამზადებული გული მამაკაცს იქამდე ჰქონდა გადანერგილი, სანამ დონორის გული არ გახდებოდა მისთვის ხელმისაწვდომი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ტიტანის გულს აქვს პოტენციალი ადამიანს მთელი ცხოვრება მოემსახუროს.
„ფაქტია, ტიტანის გულმა გაამართლა“, – განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა, დოქტორმა პოლ იანსმა.
მეცნიერებმა შექმნეს AI-ს სისტემა, რომელიც ძუძუს კიბოს რისკს ხუთი წლით ადრე პროგნოზირებს: „AsymMirai“- ს სისტემას შეუძლია მაღალი სიზუსტით შეაფასოს ჩამოუყალიბდება თუ არა პაციენტს ძუძუს კიბო მომდევნო 1-5 წლის განმავლობაში“
დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს გამარტივებული ალგორითმი, რომელიც აანალიზებს მამოგრაფიაზე აღბეჭდილი მარცხენა და მარჯვენა ძუძუს ქსოვილის შორის განსხვავებებს.
40 წლის პაციენტს, რომელსაც BiVACOR-ის გული გადაუნერგეს, გულის მძიმე უკმარისობა ჰქონდა.
მან ტიტანის გულით 100 დღეზე მეტი გაატარა. ამ დროისთვის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.

მეცნიერების განმარტებით, ტიტანის გული 650 გრამს იწონის. მოწყობილობა გარე დატენის ბატარეით იკვებება, რომელიც აკავშირებს მავთულს გულმკერდში. ბატარეა ოთხ საათს ძლებს, შემდეგ კი დამუხტვას საჭიროებს.
სპეციალისტების თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელს მსოფლიოში ორგანოებზე მოთხოვნა სულ უფრო მატულობს, BiVACOR-ის მსგავსმა ტექნოლოგიებმა შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ორგანოების ტრანსპლანტაციის მიმართულებით.
ხელოვნური „ცხვირი” დაზიანებული ხილისა და გაფუჭებული ხორცის აღმოსაჩენად – მეცნიერებმა ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს, რომლის გამოყენება დაავადებების დიაგნოსტირებისთვის იგეგმება
ახალი ტექნოლოგია, რომელიც ადამიანების სუნის შეგრძნებით არის შთაგონებული, რადიკალურად ცვლის ვითარებას. იგი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ დაავადებები, მავნე აირები და გაფუჭებული საკვები.