ავსტრალიელმა ბიჭუნამ ქვეყნის მესამედი სრულიად მარტომ გაიარა. გამოცემა „Sydney morning”-ის ცნობით, პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელიც ავსტრალიის გადაკვეთას დამოუკიდებლად ცდილობდა. ავტომობილი მათ უელსის შტატის ტერიტორიაზე შეამჩნიეს და გაჩერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ საჭესთან 12 წლის ყმაწვილი იჯდა. ბიჭუნამ აღიარა, რომ ქალაქ კენდელიდან, ანუ ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროდან, ქალაქ პერთში, ანუ დასავლეთ სანაპიროსკენ მიემართებოდა და სანამ გააჩერებდნენ 1300 კმ-ის გავლა მოასწრო.
თუ როგორ მოახერხა მოზარდმა ამდენი და სად იმყოფებოდნენ ამ დროს მისი მშობლები, ეს ინფორმაცია უცნობია.