LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიელმა მოდელმა პრინცთან გატარებულ დღეებზე პირველი კომენტარი გააკეთა

59

პრინც უილიამის შვეიცარული არდადეგები დასრულდა: რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტები დეტალურად აფიქსირებდნენ მოდელ სოფი ტეილრისა და პრინცის ფლირტს, შესაბამისმა ფოტოებმა კი სრულიად ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ამ ამბავს შესაბამისი გაგრძელება მოჰყვა და ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა შეექმნათ უილიამსა და კეიტ მიდლტონს.

სიჩუმის დარღვევა ამ ამბის მთავარმა გმირმა – მოდელმა სოფი ტეილორმა გადაწყვიტა, რომელსაც პრინცთან ხანმოკლე რომანს მიაწერენ. გოგონამ გამოცემა The Daily Telegraph-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა: „თუ ამისგან რამე გამოვა, გამოდის, რომ ჩემმა მცდელობამ, რასაც ვიმედოვნებდი, გაამართლა“, – განაცხადა ავსტრალიელმა მოდელმა, რომელიც ამ დროისთვის შესაბამის შემოთავაზებებს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი პრინცის შვებულების გარშემო მას შემდეგ გაჩაღდა, რაც მან თანამეგობრობის დღე უმნიშვნელოდ ცნო და ეს თარიღი მეგობრებისა და ლამაზმანების გარემოცვაში შვეიცარიის კურორტზე გაატარა, სადაც მეუღლის გარეშე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები