კონცერნი Toyota ყველგანმავლების მფლობელებს მილიარდ დოლარზე მეტს გადაუხდის. ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ იაპონური ავტოგიგანტი დამნაშავედ ცნო გაუმართავი ავტომობილების გაყიდვის საქმეში. საუბარი 264 ათას Toyota Hilux-ზე, Land Cruiser Pradoსა და Fortuner-ზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, Toyota-მ თითოეულ ავტომფლობელს მანქანის საბაზრო ღირებულების 17,5% უნდა გადაუხადოს.
კომპეტენტურმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ გაუმართავი ფილტრები ავსტრალიის ტერიტორიაზე, 2015 წლიდან – 2020 წლამდე გაყიდულ მოდელებს დაუმონტაჟდათ. ადგილობრივი პრესის გამოთვლით, იაპონური კონცერნის საჯარიმო თანხა შესაძლოა 2 მილიარდ დოლარამდეც კი იყოს.
ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ გაუმართავი ფილტრების გამო ავტომფლობელებს მეტი საწვავის მოხმარება უწევდათ, ხოლო ავტომობილის ექსპლუატაციის დროს გარემო ბინძურდებოდა.
იაპონური კონცერნის წარმომადგენელმა პრესასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.