LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში ადამიანები და გაწვრთნილი ძაღლები უიშვიათეს პეპელას ეძებენ – ყველაფერი სახეობის გადარჩენისთვის

103
Capture

ავსტრიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში შეიქმნა უნიკალური ჯგუფები, რომელშიც ადამიანები და ძაღლები ერთიანდებიან და ერთად პეპლებს ეძებენ. აპოლონის სახეობის პეპელა გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია მისი პოვნა, შემდეგ კი პოპულაციის რაოდენობის გაზრდა.

პეპლების ძებნა ევროკავშირის პროექტის – LIFE Apollo2020-ის ფარგლებში დაიწყო, წერს Citizen science.

ძაღლების ყნოსვის უნარი სპეციალისტებს საქმეს ძალიან უადვილებს. ასეთი ძაღლები ჯერ სუსტ არომატებზე ვარჯიშობენ – მაგალითად, გვირილის ჩაიზე, შემდეგ კი ეცნობიან იმ კონკრეტული ცხოველის, მცენარის ან სოკოს სუნს, რომლის პოვნაც მოუწევთ. თუ ძაღლი წარმატებით აბარებს გამოცდას, ის იღებს სერტიფიკატს „ბუნების მცველი“.

აპოლონის მოსაძებნად გაწვრთნილი ძაღლები ვარჯიშობდნენ ბამბის ჩხირებზე, რომლებიც სპეციალურ ქილებში პეპლებთან ერთად ინახებოდა.

აპოლონს უყვარს კარგად განათებული, ფერდობიანი ადგილები, ნატეხი ქვებით მოფენილი. მაგრამ ამ ტერიტორიების გამწვანების და ქვის მოპოვების გამო, პეპელა თანდათან თავის ბუნებრივ საცხოვრებელს კარგავს.

საინტერესოა, რომ ავსტრიაში ამ სახეობისთვის შესაფერისი ჰაბიტატები ჯერ კიდევ შედარებით მეტია, ვიდრე მეზობელ გერმანიაში, სადაც აპოლონი უკვე გადაშენების ზღვარზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები