ავტოავარიის შედეგად მტკვარში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გოგოს ახლობლები მაშველების მუშაობით უკამყოფილო არიან. მათი თქმით, სამძებრო სამუშაოები სრული დატვირთვით არ მიმდინარეობს.
მაშველების განმარტებით კი სამუშაოებს ცუდი ხილვადობა აფერხებს.”რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, გამთენიისას მოხდა. მანქანა მდინარეში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავარდა.
მასში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ორი მათგანი – აქედან ერთი გარდაცვლილი – მაშველებმა მალევე იპოვეს. მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.
