LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავტობანზე სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე

1722
2024-10-19_22-31-24_537993

ცნობილ ქართველ მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა.

აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ძმა დავკარგე…სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერა რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი უფ­რო­სი ძმა ნიკა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა, რო­მე­ლიც გორი-რუ­ი­სის გზა­ზე მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის შე­დე­გად 20 წლის ნიკა ქვრი­ვიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

„ავ­ტო­ბან­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა, სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, როცა გზა­ზე გა­და­დი­ო­და“, – ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

აღსანიშნავია, რომ რომ წლე­ბის წინ ალექ­სან­დრეს ოჯახ­მა ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი იშ­ვი­ლა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილია.

„ძმა დავკარგე… სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა. არ მჯერა რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ“ – მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები