LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსის ზოლი და ველობილიკი – ზაფხულიდან ჭავჭავაძის გამზირის განახლება იგეგმება

694
vake (1)

“შესაძლოა, ჭავჭავაძე სრულიად სხვა სახის ქუჩად მოვაწყოთ” – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ Fortuna.ge-თან განაცხადა. მუმლაძის განცხადებით, ახლა ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და სამ თვეში ცნობილი გახდება რა ტიპის ცვლილებები განხორციელდება გამზირზე. მისივე თქმით, ახალი მოწყობის გამზირი უფრო გამტარუნარიანი უნდა იყოს.

“ჭავჭავაძეზე ექსპერტებმა გვითხრეს, რომ შეგვიძლია სრულიად სხვა სახის ქუჩა მივიღოთ. უფრო მეტად გამტარი და მოწესრიგებული. ამ ნაწილში ბაზრის კვლევას ვატარებთ. სახელმწიფო ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ მოდელირებაზე და სამ თვეში მივიღებთ ახალ მოცემულობას თუ როგორ შეიძლება ჭავჭავაძის გამზირი მოვაწყოთ”, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ Fortuna.ge-თან.

უკვე ცნობილია, რომ ჭავჭავაძეზე აუცილებლად მოეწყობა ავტობუსის ზოლები. მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, რომ თუ შესაძლებელი იქნება გამზირზე ველობილიკების მოწყობასაც განიხილავენ.

“რეაბილიტირების დროს. ავტობუსის ზოლები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.ველობილიკების მხირივ ეს ქუჩა ცოტა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ვიწრო ქუჩაა. ახლა პროექტის გადახედვას ვაწამოებთ და კარგ ვარიანტში შეიძლება აქ ავტობუსის ზოლებთან ერთად ველობილიკებიც “ჩავტიოთ”, – აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

“ავტორადიოს” ჟურნალისტის კითხვაზე იგეგმება თუ არა გამზირის გაცალმხრივება, მამუკა მუმლაძემ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.

შეგახსენებთ, 2018 წელს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ჭავჭავაძის რეაბილიტაციის დროს, ქუჩაზე 2.4 სიგრძის და 3 მეტრის სიგანის ველობილიკის მოწყობაც განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g