ავტომობილები რომლითაც ბრედ პიტის და ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟები გადაადგილდებოდნენ ახალ მფლობელს ეძებს. ლეგენდარული მოდელები Prop Store-ის აუქციონზე გაიყიდება, ეს აუქციონი გადასაღებ მოედანზე გამოყენებული კოსტუმების, რეკვიზიტების და სხვა სუვენირების ვაჭრობითაა ცნობილი.
„ერთხელ ჰოლივუდიში“ ბრედი ცისფერი ფერის Volkswagen Karmann Ghia-ს მართავს. მოდელი 1955-დან 1974 წლამდე გამოდოდა. კაბრიოლეტი ფილმისთვის თავად რეჟისორმა შეარჩია და მისი საწყისი ღირებუელბა 20-30 ათასი დოლარი იქნება.
რაც შეეხება ლეონარდოს, ის ყვითელი Cadillac Coupe Deville-ით მოძრაობდა. 1996 წლის მოდელი 45-55 ათას დოლარადაა შეფასებული.